ინგრედიენტები

  • ალუბალი 200 გრ.
  • ხახვი ნახევარი თავი
  • კარაქი 40 გრ.
  • ფქვილი 1 ჩ.კ.
  • პიტნა 30 გრ.
  • წყალი 400 გრ.
  • მარილი
  • დაღერღილი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. უკურკო ალუბალი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი ისე რომ დაფაროს.
    აადუღეთ.
    გადმოდგით ცეცხლიდან.
    ალუბლის წვენი ჩაასხით ჭურჭელში, ხოლო ალუბალი საცერში კარგად გაატარეთ.
  2. ქვაბში მოათავსეთ კარაქი და ხახვი.კარგად მოთუშეთ.
    დაუმატეთ ალუბლის წვენი და ალუბალი.
    დაუმატეთ ფქვილი, მარილი და პიტნა.
    წამოადუღეთ 5 წთ.
    გადმოდგით ცეცხლიდან.
    სურვილისამებრ მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა.

ისიამოვნეთ!