ინგრედიენტები:

  • ავოკადო 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ბალზამიკო 2 ს.კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
  • პური 2 ნაჭერი
  • მარილი
  • პილპილი
  • დაღერღილი წიწაკა


მომზადების წესი:

  1. ავოკადო მოათავსეთ ჯამში და კარგად დაჭყლიტეთ.
    მოასხით ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი.
    მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  2. ქვაბში აადუღეთ წყალი და კარგად მოურიეთ.
    ადუღებულ წყალში მოათავსეთ კვერცხი.
    მოურიეთ შეძლებისდაგვარად.
    3 წუთი გააჩერეთ და ამოიღეთ.
  3. პურზე წაუსვით ავოკადო.
    დაადეთ ზემოდან პორშირებული კვერცხი.
    მოაყარეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.

ისიამოვნეთ!