ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 3 ცალი
  • ხორცი 300 გრ.
  • კარაქი 40 გრ.
  • ნიორი 1 კბილი
  • პომიდვრის წვენი 300 გრ.
  • ნივრის ფხვნილი 0.5 ჩ.კ.
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი მოათავსეთ ჯამში.
    მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30-40 წთ, რათა წყალი გამოიტანოს.
  2. ცხელ ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და დანით გაჭყლეტილი ნიორი.
    დაამატეთ ხორცი.
    მოაყარეთ მარილი.
    კარგად შეწვით.
  3. ქვაბში მოათავსეთ პომიდვრის წვენი.
    დაუმატეთ ნივრის ფხვნილი, მარილი და პილპილი.
    აადუღეთ 7-9 წთ.
    გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. ბადრიჯანი შეწვით კარგად.
  5. გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ ბადრიჯანი და მოაყარეთ ხორცი ზემოდან.
    გაიმეორეთ რამდენჯერმე.
    ბოლოს მოასხით პომიდვრის სოუსი.
    მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 10 წთ.

ისიამოვნეთ!