ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 4 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • ქათმის ფილე 1 ცალი
  • არაჟანი/გაწურული მაწონი 400 გრ.
  • ქინძი 50 გრ.
  • პიტნა 50 გრ.
  • რეჰანი 50 გრ.
  • სუმახი 0.5 ჩ.კ.
  • კარაქი 70 გრ.
  • ზეთი
  • მარილი
  • პილპილი


მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი დაჭერით გრძლად.
    მოათავსეთ ჯამში და მოაყარეთ მარილი.
    დააყოვნეთ 30 წთ.
  2. ქათმის ფილე დაჭერით წვრილად.
    დაამარინადეთ მარილში, პილპილში და სუმახში.
    ცხელ ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და შეწვით ქათმის ფილე.
    როცა გაოქროსფრდება დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
    კარგად შეწვით.
  3. წყალ გამოცლილი ბადრიჯანი მოათავსეთ ცხელ ზეთიან ტაფაზე.
    შეწვით.
  4. დიდ ჯამში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ქათამი და მწვანეულობა.
    დაამატეთ დაძენძილი ბადრიჯანი.
    მოასხით არაჟანი/გაწურული მაწონი.
    კარგად აურიეთ.

ისიამოვნეთ!