ინგრედიენტები:

  • ქათამი ნახევარი
  • კარაქი 80 გრ.
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 3-4 ცალი
  • ძმარი 80 გრ.
  • მარილი
  • ქინძი
  • ტარხუნა
  • პიტნა
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. ქათამი დაჭერით.
    მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი ისე რომ დაფაროს.
    მოხარშეთ.
    მოხარშული ქათმის ხორცი ამოიღეთ თეფშზე.
    წვენი შეინახეთ ჯამში.
  2. იგივე ქვაბში მოათავსეთ კარაქი.
    დაუმატეთ ხახვი.
    მოთუშეთ გაოქროსფერებამდე.
  3. დააბრუნეთ ხორციც და წვენიც ქვაბში.
    აადუღეთ.
  4. კვერცხი ათქვიფეთ ჯამში.
    ადუღებული წვენი ნელ ნელა შეურიეთ კვერცხში რათა ტემპერატურა გათანაბრდეს და კვერცხი არ აიჭრას.
    შერეული მასა მოათავსეთ ისევ ქვაბში.
    დაუმატეთ მწვანეულობა და მარილი.
    ძმარი შეგიძლიათ დაუმატოთ თეფშზე ან შეგიძლიათ დაუმატოთ ქვაბში.

ისიამოვნეთ!