ინგრედიენტები:

  • ღერღილი 500 გრ.
  • სიმინდის ფქვილი 100 გრ.
  • სულგუნი 500 გრ.
  • წყალი 2 ლ.

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ ღერღილი.
    აადუღეთ წყალი.
    ჩაყარეთ მოსახარშად ღერღილი, დროდადრო აურიეთ ხის კოვზით.
    როცა ღერღილი მოიხარშება, ჩაამატეთ სიმინდის ფქვილი.
  2. სულგუნი თხელ ნაჭრებად დაჭერით და ჩაამატეთ ქვაბში.
    კარგად აურიეთ ხის ფართო კოვზით.
    როცა მასა ერთგვაროვანი გახდება და კარგად იწელება, ცეცხლი გამორთეთ.
    ამოიღეთ თეფშზე დასველებული კოვზით.

ისიამოვნეთ!