ინგრედიენტები:


  • ხილი 1კგ. ამ შემთხვევაში ატამი და ჟოლო

ბისკვიტი

  • კვერცხი 5 ცალი
  • ფქვილი 1 ჭიქა
  • შაქარი 80 გრ.
  • ლიმონის წვენი 1 ს.კ.
  • მარილი მწიკვი

კრემი

  • კვერცხი 4 ცალი
  • რძე 1 ლიტრი
  • შაქარი 300 გრ.
  • ფქვილი 300 გრ.
  • ვანილი
  • კარაქი 250 გრ.


მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ.
    დაუმატეთ შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი.
    კარგად ათქვიფეთ.
    დაამატეთ კვერცხის გული.
    განაგრძეთ თქვეფა.
    ბოლოს ნელ ნელა დაამატეთ ფქვილი.
    გამოსაცხობ ჭურჭელში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
    გამოაცხვეთ 160° გრადუსზე 1 საათი.
  2. კრემი: კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
    დაამატეთ ფქვილი.
    ძალიან დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ რძე.
    არ აადუღოთ.
    ნახევარი რძე ჩაასხით კვერცხის მასაში და კარგად ათქვიფეთ.
    კარგად რომ შეერევა ერთმანეთს, მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში დარჩენილ რძესთან.
    დაბალ ცეცხლზე უნდა გქონდეთ და გაუჩერებლად ურიოთ სანამ არ გასქელდება.
    როცა წამოდუღდება და გასქელდება 5-10 წთ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე.
    დაამატეთ ვანილი.
    გამორთეთ და გააგრილეთ.
    გაგრილებულ კრემს კარაქი დაუმატეთ და ათქვიფეთ.
    გაციებული ბისკვიტი დატეხეთ წვრილად.
    დიდ ჯამში წაუსვით კრემი, დააყარეთ ბისკვიტი.
    შემდეგ ისევ კრემი და ხილი.
    გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ისიამოვნეთ!