ინგრედიენტები:

  • ტკბილი ორცხობილა 70 გრ.
  • კარაქი 20 გრ.
  • მარწყვი

კრემი

  • კვერცხი 4 ცალი
  • რძე 1 ლ.
  • შაქარი 300 გრ.
  • ფქვილი 300 გრ.
  • ვანილი 10გრ.
  • კარაქი 250 გრ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
    დაამატეთ ფქვილი.
  2. ძალიან დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ რძე.
    არ აადუღოთ.
  3. ნახევარი რძე ჩაასხით კვერცხის მასაში და კარგად ათქვიფეთ.
    კარგად რომ შეერევა ერთმანეთს, დააბრუნეთ ქვაბში დარჩენილ რძესთან.
    დაბალ ცეცხლზე უნდა გქონდეთ და გაუჩერებლად ურიოთ სანამ არ გასქელდება.
    როცა წამოდუღდება და გასქელდება 5-10 წთ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე.
    დაამატეთ ვანილი.
    გამორთეთ და გააგრილეთ.
  4. გაგრილებულ კრემს კარაქი დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  5. ფიალაში მოათავსეთ ორცხობილა.
    დაასხით გამდნარი კარაქი.
    კარგად აურიეთ და დაპრესეთ.
    დაუმატეთ კრემი.
    ზემოდან მოაყარეთ მარწყვი ან ნებისმიერი ხილი.

ისიამოვნეთ!