ინგრედიენტები:

  • მაწონი 200 გრ.
  • კიტრი 1 ცალი პატარა
  • ქინძი 20 გრ.
  • ნიორი 1 კბილი
  • პიტნა 10 გრ.
  • გატარებული ნიგოზი 50 გრ.
  • მარილი
  • დაღერღილი წიწაკა
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. ქინძი და ნიორი დააბლენდერეთ.
    დაამატეთ წყალი გასათხელებლად.
    გახეხეთ კიტრი და მოათავსეთ ჯამში.
    დაუმატეთ მაწონი, ქინძის მასა, გატარებული ნიგოზი, პიტნა, მარილი და დაღერღილი წიწაკა.
    მიირთვით ჭვიშტარის ჩიფსებთან ერთად.

ისიამოვნეთ!