ინგრედიენტები:

  • მწვანე ბულგარული 1 ცალი
  • წითელი ბულგარული 1 ცალი
  • ბროკოლი 70 გრ.
  • კომბოსტო 70 გრ.
  • პასტა 300 გრ.
  • პომიდვრის წვენი 200 გრ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.
  • ორეგანო ნახევარი ჩ.კ.
  • როზმარინი ნახევარი ჩ.კ.
  • ბაზილიკი ნახევარი ჩ.კ.
  • მარილი ნახევარი ჩ.კ.
  • დაღერღილი წიწაკა


მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში.
  2. პომიდვრის წვენში ჩაყარეთ ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი, მარილი და დაღერღილი წიწაკა.
  3. გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ პასტა.
    მოაყარეთ ბოსტნეული და მოასხით სოუსი.
  4. მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 30 წთ.


ისიამოვნეთ!