ინგრედიენტები:

  • პროშუტო 150 გრ.
  • ნიორი 1 კბილი
  • არაყი 150 გრ.
  • პომიდორი 2 ცალი
  • ნაღები 150 გრ.
  • პასტა პენე 250 გრ.
  • დაღერღილი წიწაკა მწიკვი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. პასტა მოხარშეთ მარილიან წყალში.
  2. პომიდორი დააბლენდერეთ.
  3. ცხელ ტაფაზე მოათავსეთ პროშუტო და ნიორი.
    მოთუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
    გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და დაასხით არაყი.
    დააბრუნეთ ტაფა ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
    დაამატეთ დაბლენდერებული პომიდორი, მარილი და დაღერღილი წიწაკა.
    კარგად აურიეთ სანამ არ ადუღდება.
    დაამატეთ ნაღები.
    ნაღების წამოდუღებისთანავე დაამაატეთ პასტა.

ისიამოვნეთ!