ინგრედიენტები:

  • პეპერონი ,,გროდნენსკი” 60 გრ.
  • მოცარელა ,,არლა” 150 გრ.
  • პარმეზანი ,,გრანაროლო” 100 გრ.
  • ფქვილი ,,ჰაბერფელნერ” 250 გრ.
  • სოუსი ,,პომი არაბიატა” 6 ს.კ.
  • საფუარი 4 გრ.
  • წყალი 160 გრ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და დაელოდეთ გააქტიურებას 2-3 წთ.
  2. ჯამში მოათავსეთ ,,ჰაბერფელნერის” ფქვილი და მოაყარეთ მარილი.
    დაუმატეთ საფუარიანი წყალი და კარგად მოზილეთ.
    გაყავით ორ ნაწილად.
    ცომი დაასვენეთ 1 სთ.
  3. დასვენებული ცომი კარგად გააბრტყელეთ.
  4. წაუსვით ზემოდან ,,პომის” არაბიატას სოუსი.
    დაუმატეთ ,,არლას” მოცარელა, ,,გროდნენსკის” პეპერონი და ზემოდან მოაყარეთ ,,გრანაროლოს” პარმეზანი.
  5. გამოაცხვეთ ღუმელში 200° გრადუსზე 15-20 წთ.


ისიამოვნეთ!