ინგრედიენტები:


  • მოცარელა 80-100 გრ.
  • პეპერონი 60 გრ.
  • ორეგანო 20 გრ,

პიცის ცომი

  • ფქვილი 500 გრ.
  • საფუარი 1 ჩ.კ.
  • მარილი 1 ს.კ.
  • ზეთი 2 ს.კ.
  • შაქარი 1 ჩ.კ.
  • წყალი 300 მლ.

პიცის სოუსი

  • პომიდორი 4-5 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.
  • ტომატ პასტა 1 ს.კ.
  • ხმელი ბაზილიკი 1 ჩ.კ.
  • როზმარინი 1 ჩ.კ.
  • ორეგანო 1 ს.კ.
  • შაქარი 1 ჩ.კ.
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.
    დაამატეთ მარილი და შაქარი.
    ცალკე ჭურჭელში ჩაასხით წყალი.
    დაამატეთ საფუარი და გახსენით.
    დაუმატეთ ზეთი.
    მიღებული სითხე დაასხით ფქვილს.
    კარგად მოზილეთ.
    დაასვენეთ 30 წთ.
    გადაზილეთ და დაასვენეთ 15 წთ.
  2. ქვაბში მოათავსეთ დაბლენდერებული პომიდორი.
    დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კარგად მოურიეთ.
    დაამატეთ ხმელი ბაზილიკი, ორეგანო და როზმარინი.
    კარგად აურიეთ.
    დაამატეთ ზეითუნის ზეთი და ტომატ პასტა.
    დაამატეთ შაქარი, მარილი და პილპილი.
    აადუღეთ და გადმოდგით.
  3. ცომი კარგად გააბრტყელეთ.
    წაუსვით სოუსი.
    მოაყარეთ მოცარელა.
    დაამატეთ პეპერონი და ზემოდან მოაყარეთ ორეგანო.
    გამოაცხვეთ 8-10 წთ. 180° გრადუსზე.


ისიამოვნეთ!