ინგრედიენტები:

  • შოთის პური 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ერბო 100 გრ.
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი
  • პილპილი
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. ქვაბში მოათავსეთ ერბო და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
    კარგად მოთუშეთ.
  2. დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი პური.
    დაასხით წყალი ისე რომ დაფაროს.
    აადუღეთ.
  3. დაამატეთ კვერცხი.
    მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  4. შეგიძლიათ თეფშზე მოაყაროთ მწვანე ხახვი სურვილისამებრ.


ისიამოვნეთ!