ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე 2 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • კარაქი 40 გრ.
  • ქათმის ნახარში 80-100 გრ.
  • ნაღები 80 გრ.
  • თეთრი ღვინო 50 გრ.
  • ქინძი 40 გრ.
  • ტარხუნა 30 გრ.
  • პურის ფქვილი გასასქელებლად
  • მარილი
  • პილპილი
  • დაღერღილი წიწაკა
  • პაპრიკა

მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა.
    მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
  2. ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და ნიორი.
    კარგად მოთუშეთ.
    დაამატეთ ქათმის ნახარში, ნაღები და ფქვილი.
    დაამატეთ ქინძი და ტარხუნა.
    დაამატეთ ღვინო.
    ღვინო კარგად უნდა აორთქლდეს.
    დაამატეთ მარილი და პილპილი.
    დაამატეთ გამომცხვარი ქათამი.
    მეტი სიცხარისთვის დაამატეთ დაღერღილი წიწაკა.

ისიამოვნეთ!