ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 1 ც.
  • ბურგერის პური
  • პომიდორი 1-2 ც.
  • ჩედარი 2 ც.
  • სალათის ფურცელი
  • პაპრიკა 1 ჩ.კ.
  • ნივრის ფხვნილი 0.5 ჩ.კ.
  • მარილი
  • პილპილი

სოუსი:

  • თაფლი 1 ჩ.კ.
  • დიჟონის მდოგვი 1 ჩ.კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ.კ.
  • მარილი
  • პილპილი


მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილე კარგად დაბეგვეთ.
    დაბეგვილი ქათმის ფილე მოათავსეთ ჯამში.
    დაუმატეთ ნივრის ფხვნილი, პაპრიკა, მარილი და პილპილი.
    შეწვით გრილზე.
    შემწვარ მხარეზე დაადეთ ყველი შეწვით კარგად.
  2. ჯამში მოათავსეთ თაფლი, დიჟონის მდოგვი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.
    კარგად აურიეთ.
  3. პურზე წაუსვით სოუსი, დაადეთ სალათის ფოთოლი, ქათმის ფილე, პომიდორი და ყველი.
    მეორე ნაჭერზეც წაუსვით სოუსი და დააფარეთ.

ისიამოვნეთ!