ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ.
  • წყალი 150 გრ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
  • საფუარი 1 ჩ.კ.
  • შაქარი 1 ჩ.კ.
  • მარილი 1 ჩ.კ.
  • კრემ ყველი 80 გრ.
  • არაჟანი 150 გრ.
  • ისპანახი 100 გრ.
  • ქათმის ფილე 2 ც.
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. წყალში ჩაყარეთ საფუარი.
    დაელოდეთ გააქტიურებას 2-3 წთ.
  2. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და ზეითუნის ზეთი.
    დაამატეთ საფუარიანი წყალი ნელ-ნელა.
    კარგად მოზილეთ.
    დაასვენეთ 30 წთ.
  3. ისპანახი მოხარშეთ 10 წთ.
  4. ჯამში მოათავსეთ კრემ ყველი, არაჟანი, მოხარშული ისპანახი და მარილი.
    კარგად აურიეთ.
    მოხარშული ქათმის ფილე დააბლენდერეთ ან გაატარეთ.
    დაუმატეთ მიღებული მასა, მარილი და პილპილი.
  5. დასვენებული ცომი გაყავით 5 ნაწილად.
    გააბრტყელეთ და მოათავსეთ ქათმის მასა.
    მიეცით სასურველი ფორმა.
  6. მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 20-25 წთ.


ისიამოვნეთ!