ინგრედიენტები:

  • ყაბაყი 2 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • ხახვი 1 პატარა თავი
  • პიტნა 150 გრ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
  • წყალი 300-350 გრ.
  • ნაღები 100 გრ.
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ცხელ ტაფა-ქვაბზე დაასხით ზეითუნის ზეთი.
    დაამატეთ ხახვი და ნიორი.
    კარგად მოთუშეთ.
  2. დაამატეთ ყაბაყი და ცოტა წყალი.
    მოთუშეთ 3-4 წთ.დაამატეთ პიტნა.
  3. დაამატეთ 300 გრ. წყალი და წამოადუღეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
    დაუმატეთ ნაღები.
    მოაყარეთ პილპილი და მარილი თქვენი გემოვნებით.
  4. დააბლენდერეთ.


ისიამოვნეთ!