ინგრედიენტები:

  • ყაბაყი 1 ცალი
  • ნიორი 1 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
  • პურის ფქვილი 1 ს.კ.
  • ჯინჯერის ფხვნილი ნახევარი ჩ.კ.
  • ბოსტნეულის ნახარში 250-300 გრ.
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ტაფა-ქვაბზე ჩაასხით ზეითუნის ზეთი.
    დაამატეთ ნიორი.
    კარგად მოთუშეთ.
    დაამატეთ დაჭრილი ყაბაყი და პომიდორი.
    მოთუშეთ 3-4 წთ.
    დაამატეთ ფქვილი და ბოსტნეულის ნახარში.
    თუ არ გაქვთ ნახარში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ადუღებულ წყალში გახსნილი ,,გალინა ბლანკას” კუბები.
    წამოადუღეთ.
    დაუმატეთ ჯინჯერის ფხვნილი, პილპილი და მარილი.
    წამოადუღეთ 1-2 წთ.
    გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. დააბლენდერეთ სასურველ სისქემდე.


ისიამოვნეთ!