ინგრედიენტები:

  • სტაფილო 3-4 ცალი
  • ხახვი 2 ს.კ.
  • ნიორი 2 კბილი
  • ბოსტნეულის ნახარში 300 გრ.
  • ფორთოხლის წვენი 100 გრ.
  • ჯინჯერის ფხვნილი ნახევარი ჩ.კ.
  • კარაქი/ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
  • ქინძი 1 ს.კ.
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ცხელ ტაფა-ქვაბში მოათავსეთ კარაქი/ზეითუნის ზეთი, ნიორი და ხახვი.
    კარგად მოთუშეთ.
    დაამატეთ სტაფილო.
    მოურიეთ.
    დაუმატეთ ბოსტნეულის ნახარში და ფორთოხლის წვენი.
    დაუმატეთ მარილი, პილპილი და ჯინჯერი.
    აადუღეთ 15-20 წთ.
    გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. მასა გადაიტანეთ ბლენდერში.
    წვრილად დაჭრილი ქინძი დაამატეთ და დააბლენდერეთ.


ისიამოვნეთ!