ინგრედიენტები:

  • ბრინჯი 250 გრ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • კომბოსტოს ფოთოლი 8-10
  • სოკო 100 გრ.
  • ნიორი 1 კბილი
  • კარაქი 30 გრ.
  • ქინძი 20 გრ.
  • პიტნა 20 გრ.
  • ტარხუნა 20 გრ.
  • ოხრახუში 20 გრ.
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • პილპილი
  • წყალი


მომზადების წესი:

  1. ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში 15-20 წუთის განმავლობაში.
  2. ტაფაზე მოათავსეთ კარაქი და ნიორი.
    მოთუშეთ 1-2 წთ.
    დაამატეთ წვრილად დაჭრილი სოკო, მარილი და პილპილი.
    შეწვით კარგად.
  3. მოხარშეთ კვერცხი.
  4. დიდ ქვაბში მოათავსეთ კომბოსტო და დაასხით წყალი ისე რომ დაფაროს.
    მოწალეთ 4-5 წთ.
  5. ჯამში მოათავსეთ მოხარშული ბრინჯი, მოხარშული კვერცხი, სოკო, მწვანეულობა, მარილი, და პილპილი.
    დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.
  6. მოწალულ კომბოსტოში შეახვიეთ ბრინჯის მასა და შეწვით ზეითუნის ზეთში 3-4 წთ.


ისიამოვნეთ!