EuroProduct & IF.ge

ინგრედიენტები:

  • ვირთევზას ფილე ,,ლეროი” 2 ცალი
  • თეთრი ხახვი ნახევარი
  • ნაღები ,,არლა” 150 გრ.
  • ცქრიალა ღვინო ,,ბოტეგა ფრაგოლინო” როსო 150 გრ.
  • კარაქი ,,ლურპაკი” 100 გრ.
  • მარილი მწიკვი
  • დაღერღილი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ტაფაზე მოათავსეთ ,,ლურპაკის” კარაქი.
    მოათავსეთ ,,ლეროის” ვირთევზას ფილე.
    მოაყარეთ მარილი.
    შეწვით.
  2. ტაფა-ქვაბში მოათავსეთ ,,ლურპაკის” კარაქი.
    დაუმატეთ თეთრი ხახვი.
    მოთუშეთ გაოქროსფერებამდე.
    დაამატეთ ცქრიალა ღვინო ,,ბოტეგა ფრაგოლინო” როსო.
    გაითვალისწინეთ ცქრიალა ღვინო უნდა იყოს ტკბილი.
    დაელოდეთ 5-7 წთ სანამ ალკოჰოლს ამოიშრობს.
    დაუმატეთ ,,არლას” ნაღები.
    მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა და მარილი.
  3. ტეფშე მოათავსეთ შემწვარი ვირთევზა და მოასხით ტკბილ-ცხარე სოუსი.


ისიამოვნეთ!

გამოგვყევით Facebook -სა და Instagram -ზე